კოსმეტოლოგია

კოსმეტოლოგია კანის მოვლის ხელოვნებაა, რომელიც ეყრდნობა სამედიცინო ცოდნასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალში კოსმეტოლოგიური პროცედურები არ არის მხოლოდ ესთეტიკური რიტუალი - ეს არის პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული, კლინიკური კვლევებით გამყარებული და სამედიცინო სტანდარტებით შესრულებული ნაბიჯები, რომლებიც  თქვენი კანის ბუნებრივ ბალანსს აღადგენს და აძლიერებს.

„კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალის“ ექიმი კოსმეტოლოგები მუდმივად გადიან საერთაშორისო გადამზადებასა და ტრენინგებს, ვმუშაობთ მხოლოდ FDA მიერ დადასტურებული აპარატურითა და პრეპარატებით, რომელთა მწარმოებლები მუდმივად უზრუნველყოფენ ექიმების სწავლებას, რაც პაციენტის მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჩვენი კოსმეტოლოგიური სერვისები უზრუნველყოფს აპარატურულ და ინექციურ მიდგომებს.

თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის მიმართულება, რომელიც იყენებს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს კანისა და სხეულის გაუმჯობესებისთვის — უმტკივნეულოდ, არაინვაზიურად და ეფექტურად. პროცედურები ეხმარება კანის სტრუქტურის აღდგენას, ტონუსის ამაღლებას, ზედმეტი ცხიმის შემცირებასა და სხვადასხვა კოსმეტიკური პრობლემის მოგვარებას — უსაფრთხოდ და ხანგრძლივი შედეგით.

Fotona SP Dynamis - სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი პროცედურები (სახე/თმა/ტანი)

Fotona SP Dynamis - ინოვაციური სამედიცინო ლაზერული აპარატია სახისა და სხეულის უსაფრთხო, უმტკივნეულო და ეფექტური გაახალგაზრდავებისთვის. მისი ორმაგი ტალღის სისტემა - Er: YAG და Nd: YAG  საშუალებას იძლევა ერთდროულად იმოქმედოს კანის ზედაპირსა და ღრმა შრეებზე, ასტიმულიროს კოლაგენის წარმოქმნა, გააუმჯობესოს კანის ტონუსი და ტექსტურა.  

Fotona SP Dynamis - ს აპარატზე შესაძლებელია შემდეგი პროცედურების ჩატარება:

  • 3D/4D გაახალგაზრდავება (მოშვებული კანის აღდგენა. ლიფტინგი)
  • Lip Lase - ტუჩის მოცულობის აღდგენა
  • თმის ცვენის და ალოპეციის მკურნალობა, თმის მოცულობის აღდგენა და გაჯანსაღება
  • Smooth Eye - თვალების ირგვლივ ნაოჭების შემცირება და მუქი წრეების მკურნალობა
  • აქტიური როზაცეას და აკნეს მკურნალობა
  • ფრჩხილის სოკოს მკურნალობა
  • კაპილარების გაქრობა და მკურნალობა
  • აპარატურული პილინგი
  • პოსტ აკნე ნაწიბურების მკურნალობა
  • მეჭეჭების, ხალების, პაპილომების მოშორება
  • TightSculpting - სხეულის სხვადასხვა ნაწილების მოდელირება და აჭიმვა

მაქსიმალური შედეგისთვის Fotona-ს პროცედურები ინიშნება კურსის სახით ინდივიდუალურად. Fotona - ს პროცედურები არის უმტკივნეული და მას არ აქვს რეაბილიტაცის პერიოდი

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი

Ultherapy Prime (Merz Aesthetics)

Ultherapy Prime ერთადერთი აპარატია მსოფლიოში, რომელიც ინოვაციური მეთოდით მუშაობს ე.წ. SMAS კარკასის აღდგენაზე. აპარატი აწვდის ფოკუსირებულ ულტრაბგერით ენერგიას იმ კუნთოვან შრეს, სადაც მუშაობენ პლასტიკური ქირურგები (SMAS). ულტრაბგერითი ტალღები გარკვეულ წერტილებში ფოკუსირდება, იწვევს გათბობას და კოლაგენის ძლიერ სტიმულაციას. შემდგომ კი ხდება დაჩქარებულ რეჟიმში ახალი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება. აპარატის უნიკალურობა მდგომარეობს Ultherapy DEEP SEE ინოვაციურ ტექნოლოგიაში, რომლის საშუალებით მთელი პროცედურის განმავლობაში ხდება სამკურნალო ზონის ვიზუალიზაცია 8 მმ-მდე, ექიმი მართავს ულტრაბგერას ზუსტ სიღრმეზე, ზონების მიხედვით აკონტროლებს მის ინტენსივობას. ეს ყოველივე კი აპარატის უპრეცენდენტო უსაფრთხოებაზე მეტყველებს. 

Ultherapy Prime - ზე შესაძლებელია შემდეგი პრობლემების მოგვარება:

  • დარღვეული ოვალი, ე.წ. ბრილები
  • ე.წ. ღაბაბი
  • ჩამოწეული წარბები და ქუთუთოები
  • პირის დაშვებული კუთხეები
  • თვალის გარშემო ნაოჭები
  • ღრმა ცხვირ - ტუჩის ნაოჭი
  • ჩამოწეული ლოყები
  • ყელისა და დეკოლტეს ზონა

პროცედურა უმტკივნეულოა  და  არ საჭიროებს რეაბილიტაციას. შედეგი ვითარდება ეტაპობრივად 6 თვის მანძილზე და ნარჩუნდება 12-18 თვემდე ინდივიდუალურად.

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა თეა ჩხვიმიანი

Hydrafacial

ამერიკული #1 ბრენდი სახის წმენდის, მოვლისა და დატენიანების მიმართულებით

სრული პროცედურა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

  • სახის კანის მომზადება, დარბილება, ექსფოლაცია
  • სახის კანის წმენდა, T ზონის ექსტრაქცია, შავი წერტილებისა და ფორების წმენდა
  • სახის კანის ზედაპირული პილინგი, რომელიც აშორებს მკვდარ უჯრედებს
  • სახის კანის სპეციალური შრატით დატენიანება
  • უნიკალური შრატებით უინექციო მეზოთერაპია, რომელიც აუმჯობესებს კანის სტრუქტურას
  • ლედ თერაპია, წითელი და ლურჯი სხივები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აერთგვაროვნებს კანს, ხელს უწყობს შეშუპების ჩაცხრობას და ანტებითი პროცესის შეჩერებას

პროგრამის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ექიმის რეკომენდაციით. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია კვირაში ერთხელ, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი, ასევე არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. სპეციალური პროგრამით ტარდება პროცედურა მამაკაცებითვის. აღსანიშნავია, რომ Hydrafacial აპარატურული პროცედურა დაშვებულია  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა, ნანა სარალიძე

Dermadrop - უინექციო მეზოთერაპია

Dermadrop გერმანული TDA (ტრანსდერმალური აპლიკაცია) ტექნოლოგიით შექმნილი,  ერთადერთი კლინიკურად აღიარებული ინოვაციაა, რომელიც ინექციის გარეშე, ჟანგბადის მაღალი წნევის ზეწოლით და ზებგერითი სიჩქარით უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავის, ვიტამინების და სხვა აქტიური ნივთიერებების შეყვანას ინექციური პროცედურების ანალოგიურად კანის დერმალურ ფენაში 3,5 მმ - ზე.

აპარატის მუშაობისას გამოყენებული  უმაღლესი ხარისხის შვეიცარული შრატები შეიცავს დაპატენტებულ LP3 (აქტიურად გამტარი) კომპლექსს,  რომელიც  ჟანგბადის შერევით მაქსიმალურად სწრაფად ააქტიურებს შრატების კომპონენტებს და ხელს უწყობს მათ სწრაფ შეღწევადობას კანის ღრმა ფენებში. შედეგად კი ხდება კანის რეგენერაციის, გაახალგაზრდავების და სხვადასხვა პრობლემების მკურნალობის სწრაფი ინიცირება.

უნიკალური ტექნოლოგიის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია საერთაშორისო კლინიკური კვლევებით და აღიარებულია სამეცნიერო და ექსპერტულ დონეზე.

TDA ტექნილოგია აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი.

Dermadrop გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და პრობლემის მქონე პაციენტებისთვის და უზრუნველყოფს:

✨ კანის ღრმა დატენიანებას/რევიტალიზაციას და მომენტალურ ლიფტინგს;

✨აკნეს და სხვადასხვა ტიპის კანის პრობლემების  მკურნალობასა და მოვლას;

✨ ნაოჭების შემცირებას

✨ კანის ერთგვაროვან ფერს და ჯანსაღ ბზინვარებას;

✨ პიგმენტაციის გაუფერულებას;

Dermadrop აპარატურული პროცედურა ინიშნება ინდივიდუალურად კურსის სახით. დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა, ნანა სარალიძე

მიკრონიდლინგი  - Dermepen  - ის აპარატით

Dermapen აპარატი მინიატურული ნემსების ზუსტი მოძრაობებით კანზე ქმნის მცირე ზომის მიკრო არხებს, რომლებსაც კანი აღიქვამს როგორც დაზიანებას და იწყება სწრაფი აღდგენითი პროცესი. პროცედურის დროს მიკრონემსებს პარალელურად ღრმად შეაქვთ უნიკალური შრატების აქტიური ნივთიერებები. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნის პროცესს.

პროცედურა რეკომენდებულია კანის შემდეგი პრობლემების მოსაგვარებლად:

  • კანის რელიეფის დარღვევა, არათანაბარი კანის ფერი
  • წვრილი ნაოჭები
  • პოსტ აკნე ნაწიბურები
  • სტრიები (მუცლის ზონაზე)
  • მოშვებული და არაელასტიური კანი
  • ჩამქრალი კანი

Dermapen -ის  აპარატურული პროცედურა ინიშნება ინდივიდუალურად კურსის სახით.

პროცედურას აკეთებენ - ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა

ეს არის თანამედროვე ესთეტიკის ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნაზად და უსაფრთხოდ განაახლოთ კანი, შეამციროთ ასაკობრივი ნაოჭები და შეინარჩუნოთ ბუნებრივი მიმიკა.

“Caraps Medline” – ის ვაკის ფილიალში ინექციური პროცედურები ტარდება მხოლოდ სერტიფიცირებული ექიმების მიერ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და უმაღლესი ხარისხის, FDA მიერ დადასტურებული პრეპარატებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია  ცვლილებები ინდივიდუალობისა და ბუნებრიობის შენარჩუნებით.

“Caraps Medline” – ის ვაკის ფილიალში გთავაზობთ შემდგომ ინექციურ პროცედურებს.

ბუსტერები (Skin Boosters) -  არის ინექციური პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ელასტიურობასა და  ბზინვარებას. პრეპარატები შეიცავს სტაბილიზირებულ ჰიალურონის მჟავას, რომელიც სხვა პრეპარატებთან შედარებით უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს კანის ტენიანობას.  

ვისთვის არის რეკომენდებული

ბიორევიტალიზაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • - მშრალი და დეჰიდრატირებული კანი
  • - პირველი ასაკობრივი ცვლილებები, ფოტოდაბერება (მზის ზემოქმედებით დაზიანებული კანი)
  • - ელასტიურობისა და ტონუსის დაქვეითება
  • - კანის აღდგენის საჭიროება

 ონები

  • - სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები

       შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - კანი ხდება უფრო გლუვი, ბზინვარე, ელასტიური და დატენიანებული
  • - შედეგი დგება პროცედურის შემდგომ 2 კვირაში და ძლიერდება კურსის შემდგომ. ნარჩუნდება 6 – 12 თვე ინდივიდუალურად
  • - რეკომენდებულია კურსის სახით 2- 3 პროცედურა ინდივიდუალურად კანის საჭიროებიდან გამომდინარე
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

 უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული პრეპარატებით, როგორიცაა:

  • - Restyline Skinbooster (Vital/Vital Light)
  • - Juviderm Volite

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა

ბიორევიტალიზაცია -  არის ინექციური პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს კანის ღრმა დატენიანებას, ელასტიურობისა და ტონუსის აღდგენას.  სტრუქტურის აღდგენასა და ნაოჭების შემცირებას. ბიორევიტალიზანტები დაფუძნებულია ჰიალურონის მჟავაზე და დამატებით კომპონენტებზე (ამინომჟავები, პეპტიდები, ანტიოქსიდანტები), რომლებიც ასტიმულირებენ კანის რეგენერაციას და კოლაგენის სინთეზს.

ვისთვის არის რეკომენდებული

ბიორევიტალიზაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • - მშრალი და დეჰიდრატირებული კანი
  • - პირველი ასაკობრივი ცვლილებები
  • - ელასტიურობისა და ტონუსის დაქვეითება
  • - უფერული კანი, დაღლილი იერი, არათანაბარი ტექსტურა
  • - პიგმენტური ლაქები, პოსტ-აკნე ნაწიბურები
  • - რუჯის, სტრესის ან კლიმატის ცვლილების შემდგომ

ონები

  • - სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები

       შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - კანი ხდება უფრო გლუვი, ბზინვარე, ელასტიური და დატენიანებული
  • - შედეგი დგება მომენტალურად და ძლიერდება კურსის შემდგომ. ნარჩუნდება 3-6 თვე ინდივიდუალურად
  • - რეკომენდებულია კურსის სახით 3 – 4 პროცედურა ინდივიდუალურად კანის საჭიროებიდან გამომდინარე
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

 უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული პრეპარატებით, როგორიცაა:

  • - Jalupro Super Hydro
  • - Jalupro HMV
  • - RRS Long Lasting
  • - Teosyal Redensity
  • - Profhilo
  • - Hyalual Xela Derma

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა

მეზოთერაპია არის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც კანში შეჰყავთ: ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები და ჰიალურონის მჟავა. პროცედურა მიმართულია კანის სიღრმისეულ გაჯანსაღებაზე, მისი ბუნებრივი რესურსების აღდგენასა და გააქტიურებაზე.

 ვისთვის არის რეკომენდებული

მეზოთერაპია ეფექტურია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ:

  • - ასაკობრივი ნაოჭები
  • - მშრალი და დეჰიდრატირებული კანი
  • - მოდუნებული კანი და ელასტიურობის დაკარგვა
  • - ცხიმიანი და ფორებიანი კანი
  • - პიგმენტური ლაქები, აკნეს და პოსტ აკნეს ნაწიბურები
  • - თვალის ირგვლივ მუქი წრეები
  • - თმის ცვენა
  • - ე.წ. ღაბაბი, ცელულიტი, ზედმეტი ცხიმი

ზონები

სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები, თვალები, თმა

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - პროცედურის დასრულებისთანავე კანი ხდება ბზინვარე, ელასტიური და ხავერდოვანი.
  • - რეკომენდებულია კურსის სახით 4 – 8 პროცედურა ინდივიდუალურად კანის საჭიროებიდან გამომდინარე
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული პრეპარატებით, როგორიცაა:

  • - NCTF 135 HA (Fillorga)
  • - Jalupro eye, Jalupro Yang eye
  • - Mezo eye, Mezo Warton P199, Mezo Xanthin F199
  • - Hyalual Xela Derma

Hair Loss (Innoaesthetics), MHS-MesoHair Solution (DSD De Luxe)

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა

ბოტულინოთერაპია (ე.წ. ბოტოქსი)  - ყველაზე პოპულარული და ეფექტური გზა მიმიკური ნაოჭების შესამცირებლად. ბოტულინის ტოქსინი დროებით ახდენს იმ კუნთების რელაქსაციას,  რომლებიც იწვევს ნაოჭების გაღრმავებას, შედეგად კი ვიღებთ მაქსიმალურად ახალგაზრულ და ბუნებრივ გამომეტყველებას. 

ვისთვის არის რეკომენდებული

ბოტულინოთერაპია რეკომენდებულია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ:

  • - შუბლის ნაოჭები
  • - თვალის გარშემო ნაოჭები
  • - წარბებს შუა ნაოჭი
  • - პირის გარშემო ნაოჭები
  • - პირის დაშვებული კუთხეები
  • - ყელის ზონა - ოვალის კორექციისთვის (პლატიზმა)
  • - იღლიისა და ფეხის გულების ზონა - ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ
  • - ბრუქსიზმისა და ღრძილოვანი ღიმილის სამკურნალოდ

შედეგი და რებილიტაცია

  • - მაქსიმალური შედეგი დგება 10-14 დღის განმავლობაში და ნარჩუნდება 3-6 თვის მანძილზე ინდივიდუალურად
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული პრეპარატებით, როგორიცაა:

  • - Dysport (Ipsen - ფრანგული კომპანია)
  • - Botox (Allergan - ამერიკული კომპანია)
  • - Xeomin (Merz Aesthetics - გერმანული კომპანია)

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა

პლაზმოთერაპია PRP არის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც გამოიყენება ორგანიზმის საკუთარი რესურსი კერძოდ, სისხლის პლაზმა, რომელიც მდიდარია თრომბოციტებითა და ზრდის ფაქტორებით. ეს კომპონენტები ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ბუნებრივად აახალგაზრდავებს მას.

ვისთვის არის რეკომენდებული

პლაზმოთერაპია ეფექტურია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ:

  • - ასაკობრივი ცვლილებები და კანის მოდუნება
  • - ნაოჭები და ელასტიურობის დაქვეითება
  • - კანის მკრთალი ფერი და დაქვეითებული ტონუსი
  • - აკნესა და პოსტ-აკნეს ნაწიბურები
  • - თმის ცვენა და თმის ზრდის სტიმულაცია
  • - თვალის ირგვლივ კანის გაჯანსაღება

ზონები

სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები, თვალების გარშემო ზონა, თმა

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - პროცედურის დასრულებისთანავე კანი ხდება უფრო ელასტიური და ხავერდოვანი. მცირდება ნაოჭები. თმის პლაზმოთერაპიის შემთხვევაში მცირდება თმის ცვენა და სტიმულირდება ახალი თმის ზრდა
  • - რეკომენდებულია კურსის სახით 3-4 პროცედურა ინდივიდუალურად კანის საჭიროებიდან გამომდინარე
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული სისტემებით, როგორიცაა:

  • - შვეიცარული RegenLab სისტემა
  • - კლასიკური PRP სინჯარები

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა

სახის/ტუჩის/ტანის მოდელირება შემავსებლებით (ფილერები)  არის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც კანში შეჰყავთ ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ბიოდეგრადირებადი პრეპარატები, რომლებიც აღადგენს ბუნებრივ მოცულობას, ასწორებს ნაოჭებს და უზრუნველყოფს მაქსიმალურად ბუნებრივ ეფექტს.

ვისთვის არის რეკომენდებული

ფილერით მოდელირება  ეფექტურია შემდეგ შემთხვევებში:

  • - მცირე და ღრმა ნაოჭები
  • - ტუჩის მოცულობის გაზრდა და კორექცია (ასიმეტრია, ფორმის შეცვლა და სხვა)
  • - ყვრიმალების მოდელირება და სახის ლიფტინგი
  • - ცხვირ-ტუჩის ნაოჭი
  • - ცხვირის მოდელირება
  • - თვალის პერიორბიტალური ზონის შევსება
  • - ყურის ბიბილოს გაახალგაზრდავება
  • - ნიკაპის მოდელირება
  • - ყელისა და დეკოლტეს ზონა
  • - სხეულის სხვა ნაწილები საჭიროებისამებრ
  • - კანის ტონუსისა და კონტურის გაუმჯობესება

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - შედეგი ხილულია პროცედურის დასრულებისთანავე, შედეგი ნარჩუნდება 6-18 თვის განმავლობაში პრეპარატის ტიპისა და სამკურნალო ზონის მიხედვით, ასევე ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე.
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული პრეპარატებით, როგორიცაა:

  • - Restylane Refyne, Restylane Defyne, Restylane   Kiss, Restylane Classic, Restylane Lyft
  • - Fillorga - Art Filler
  • - Teosyal
  • - Belotero

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა

მეზოძაფები არის ინექციური პროცედურა - არაქირურგიული ლიფტინგის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. კანის ქვეშ შეყვანილი ბიოდეგრადირებადი ძაფები ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინტეზს, რაც უზრუნველყოფს კანის დაჭიმვას (ლიფტინგს) და კონტურების გაუმჯობესებას.  

ვისთვის არის რეკომენდებული

მეზო ძაფები ეფექტურია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ:

  • - კანის მოდუნება და ელასტიურობის დაქვეითება
  • - სახის ოვალის დარღვევა
  • - ლოყებისა და ცხვირ ტუჩის ნაოჭის ჩამოშვება
  • - კისრისა და დეკოლტეს ზონის მოდუნება
  • - თვალის ირგვლივ კანის გაჯანსაღება
  • - მცირე კორექციები ქირურგიული ჩარევის გარეშე - წარბების აწევა, ცხვირის აწევა.

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - ეფექტი შეიმჩნევა პროცედურის დასრულებისთანავე, თუმცა საბოლოო შედეგი ფორმირდება 1-2 თვეში, როდესაც იწყება კოლაგენის აქტიური წარმოქმნა. ეფექტი ნარჩუნდება 12-18 თვე ინდივიდუალურად
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას აქვს მცირე რეაბილიტაციის პერიოდი - 1 კვირა

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ბიოდეგრადირებადი ძაფებით, როგორიცაა:

  • - პოლიდიოქსანონის ბაზაზე (PDO)
  • - პოლილაქტური მჟავის ბაზაზე (PLLA)

ეს მასალები აბსოლუტურად უსაფრთხოა, ორგანიზმში თანდათანობით იშლება და ასტიმულირებს კანის ბუნებრივ განახლებას.

პროცედურას აკეთებს თეა: ჩხვიმიანი

სკულპტრა (პოლი - L - რძემჟავა) ბუნებრივი კოლაგენისა და ელასტინის პირველი და ყველაზე ძლიერი სტიმულატორი - ინოვაციური ინექციური პროცედურაა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ ლიფტინგს, კანის სიმკვრივისა და მოცულობის აღდგენას.

ვისთვის არის რეკომენდებული

სკულპტრას ინექცია ეფექტურია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ:

  • - ასაკობრივი ცვლილებები და კანის მოდუნება
  • - ნაოჭები და ელასტიურობის დაქვეითება
  • - კანის მკრთალი ფერი და დაქვეითებული ტონუსი
  • - ნაწიბუროვანი სახე
  • - დარღვეული სახის ოვალი
  • - ჩამოშვებული ლოყები და ცხვირ-ტუჩის ნაოჭი
  • - წონის სწრაფი კლების პარალელურად, როდესაც ხდება კოლაგენის დიდი რაოდენობით დაკარგვა
  • - სპორტსმენებისთვის 

ზონები

სახე, ყელი, დეკოლტე, დუნდულები, ბარძაყის შიდა მხარეები, მკლავების შიდა მხარეები

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - შედეგი დგება ეტაპობრივად 4-6 კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება 18-24 თვე ინდივიდუალურად. კანი ხდება ელასტიური, მკვრივი, გამოხატულია ლიფტინგის ეფექტი.
  • - რეკომენდებულია კურსის სახით მინ. 3 პროცედურა ინდივიდუალურად კანის საჭიროებიდან გამომდინარე
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული შვეიცარული კომპანია Galderma - ს მიერ წარმოებული პრეპარატით „Sculptra”

 პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავ

კანის მოვლის არაინექციური პროცედურები — ეს არის ეფექტური და ბუნებრივი მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებენ კანის ტექსტურას, ტონუსს და ახალგაზრდულ იერს ინექციების ან ქირურგიული ჩარევის გარეშე. პროცედურები ეფუძნება სპეციალურ მასაჟებს და ხელით ტექნიკებს, რომლებიც ასტიმულირებს სახის კუნთებს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და აღადგენს კანის ბუნებრივ ბზინვარებას. პროცედურები ეხმარება ტონუსის, ელასტიურობისა და კონტურის გაუმჯობესებას — ბუნებრივი გზით.

სახის მასაჟი - ბუკალური  - ბუკალური მასაჟი არის სპეციალური მანუალური ტექნიკა, რომელიც ტარდება არა მხოლოდ გარედან, არამედ პირის ღრუშიც ლოყის შიგნიდან. იგი ღრმად მუშაობს სახის კუნთებზე, ამცირებს დაძაბულობას და აუმჯობესებს კონტურებს

ვისთვის არის რეკომენდებული

  • - ოვალის კონტურების დარღვევა
  • - ცხვირ-ტუჩის ნაოჭი
  • - შეშუპება
  • - დაღლილი და დაჭიმული კუნთები
  • - ასაკობრივი ცვლილებები

შედეგი, კურსი და რეაბილიტაცია

  • - შედეგი დგება ეტაპობრივად და ნარჩუნდება 4- 6 თვის განმავლობაში ინდივიდუალურად. კანი ხდება ელასტიური. მკვრივი, გამოხატულია ლიფტინგის ეფექტი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და აქტიურდება ლიმფოდრენაჟი.
  • - რეკომენდებულია კურსის სახით მინ. 6-8 პროცედურა
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული რებილიტოლოგების მიერ.  

პროცედურას აკეთებენ: ნაზი მაისურაძე, ნანა სარალიძე 

სახის მასაჟი -  სკულპტურინგი არის ინტენსიური მანუალური მასაჟის ტექნიკა, რომელიც მუშაობს სახის ღრმა კუნთებზე. მისი მიზანია კუნთოვანი ჩარჩოს გაძლიერება და სახის ოვალის გამოკვეთა ბუნებრივი გზით ინექციების გარეშე

ვისთვის არის რეკომენდებული

  • - ოვალის კონტურების დარღვევა
  • - ასაკობრივი ცვლილებები
  • - შეშუპება
  • - დაღლილი და დაჭიმული კუნთები
  • - სახის ასიმეტრია (მსუბუქი)
  • - Sculptra - ს პროცედურის შემდგომ

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - შედეგი დგება ეტაპობრივად და ნარჩუნდება 4- 6 თვის განმავლობაში ინდივიდუალურად. კანი ხდება ელასტიური. მკვრივი, გამოხატულია ლიფტინგის ეფექტი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და აქტიურდება ლიმფოდრენაჟი.
  • - რეკომენდებულია კურსის სახით მინ. 8-10 პროცედურა
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული რებილიტოლოგების მიერ. 

პროცედურას აკეთებენ: ნანა სარალიძე ნაზი მაისურაძე

პილინგები - ეს არის არაინექციური პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური პრეპარატების საშუალებით ხდება კანის ზედაპირის განახლება. პილინგის  დროს ხდება მკვდარი უჯრედების მოშორება, ფორების გასუფთავება და კოლაგენის სტიმულაცია.

ვისთვის არის რეკომენდებული

  • - ცხიმიანი და პრობლემური კანი
  • - აკნე და პოსტ - აკნე ნაწიბურები
  • - პიგმენტაცია
  • - ასაკობრივი ცვლილებები
  • - კანის არაერთგვაროვანი ტონი

ზონები

  • - სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - შედეგი დგება ეტაპობრივად. ხდება კანის ტონის გათანაბრება, ფორების შევიწროება, წვრილი ნაოჭების შემცირება, პიგმენტური ლაქების გაღიავება, სხვადასხვა ტიპის ნაწიბურების შემცირება.
  • - რეკომენდებულია კურსის სახით მინ. 4-6 პროცედურა
  • - პროცედურა კეთდება არა აქტიური მზის სეზონზე, მას აქვს მცირე რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული პრეპარატებით, როგორიცაა:

  • - PRX – T33
  • - Jalupro Glow Peel
  • - Hyalual Peels

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა, ნანა სარალიძე

გართულებული კოსმეტოლოგიური პროცედურების მკურნალობა - ეს არის თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში წარმოქმნილი გართულებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა:

  • - ფილერების არასწორი განაწილება და ქსოვილებში მიგრაცია
  • - კვანძები, შეშუპება და ვასკულარული პრობლემები

პროცედურა ტარდება ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ, რაც მაქსიმალურად ზრდის პროცედურის ეფექტურობას. ხდება პრობლემური ზონის ვიზუალიზაცია და შემდგომ მიზანმიმართული ჩარევა.

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - შედეგი დგება ეტაპობრივად. პრობლემური ზონა სტაბილიზირდება, მცირდება ანთება და შეშუპება, ქრება უსიამოვნო სიმკვრივე და კვანძები, აღდგება ქსოვილების ნორმალური მდგომარეობა, მინიმუმამდე მცირდება შემდგომი გართულებების რისკი.
  • - კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე პროცედურა
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას აქვს მცირე რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული პრეპარატებით

პროცედურას აკეთებს: ნინო გოგიბერიძე

პაპილომების, კერატომებისა და  ხალების მოშორება - პროცედურის წინ ხდება წარმონაქმნების შეფასება ექიმის მიერ დერმატოსკოპის საშუალებით. ექიმი განსაზღვრავს წარმონაქმნის ბუნებას, გამორიცხავს პათოლოგიურ ცვლილებებს და შემდგომ ირჩევს ოპტიმალურ მეთოდს - Fotona ლაზერული აპარატის ან რადიოტალღური დესტრუქციის გზით. ხდება ზუსტი და კონტროლირებადი ენერგიის ზემოქმედება მხოლოდ დაზიანებულ უბანზე, პროცედურა მინიმალურად ტრავმული და უმტკივნეულოა. ჭრილობა სწრაფად ხორცდება. საჭიროების შემთხვევაში მოცილებული ნიმუში იგზავნება ჰისტოლოგიურ კვლევაზე.

ზონები

სახე, კისერი, ხელები, დეკოლტე, ტანი, კიდურები

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - შედეგი დგება მომენტალურად, წარმონაქმნი სრულად მოიხსნება, შედეგად კი ვიღებთ ჯანმრთელ და ესთეტიურად სუფთა კანს.
  • - კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე პროცედურა
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, უმტკივნეულოა,  მას აქვს მცირე რეაბილიტაციის პერიოდი, რაც უკავშირდება ჭრილობის სწრაფ შეხორცებას.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული აპარატებითა და პრეპარატებით.

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი

Biologique Recherche მოვლის პროცედურები ავტორიზებული ტექნიკით

Biologique Recherche-ის პროცედურა ეფუძნება კანის სიღრმისეულ დიაგნოსტიკას და უნიკალურ პროტოკოლებს. პროცესი მოიცავს კანის ნაზ წმენდას, პილინგს, აქტიური ინგრედიენტების შეღწევას და ბრენდის სპეციალურ მასაჟს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს კანს. საბოლოო შედეგი — ნათელი, ჯანსაღი და ახალგაზრდულად კაშკაშა კანი, რომელიც ინარჩუნებს ხანგრძლივ ეფექტს.

პროცედურას აკეთებენ: ნანა სარალიძე, ნაზი მაისურაძე

ბრენდული პროდუქცია

DSD DE LUXE

DSD de Luxe — ბარსელონაში დაფუძნებული წამყვანი  ტრიქოლოგიური ბრენდია, რომელიც 30 წლიანი გამოცდილების საფუძველზე ქმნის პროფესიონალურ თმის მოვლისა და მკურნალობის საშუალებებს. ბრენდის უნიკალური თერაპიული ფორმულები ეფექტურად ებრძვის ქერტლს, სებორეას, ალოპეციას და თმის სტრუქტურულ დაზიანებებს. მაღალი ხარისხის შამპუნები, ლოსიონები, ნიღბები და ქიმიური პილინგები აღადგენს ლიპიდურ ბალანსს, აძლიერებს თმის ზრდას და უზრუნველყოფს კომპლექსურ მკურნალობას. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

Biologique Recherche

Biologique Recherche —  ინოვაციური ფრანგული  ბრენდი, რომელიც ინდივიდუალური მიდგომით  ქმნის  მაღალკონცენტრირებულ, ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტებს. ბრენდის მეთოდოლოგია ეფუძნება კანის ზუსტ დიაგნოსტიკას და მკურნალობის პერსონალიზებულ სტრატეგიას. შედეგზე ორიენტირებული ფორმულები უზრუნველყოფს კლინიკურად დამტკიცებულ ეფექტს, ისეთი საკულტო პროდუქტებით, როგორიცაა Lotion P50, Biologique Recherche წარმოადგენს პროფესიონალური კოსმეტოლოგიის მაღალ სტანდარტს.

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში