ბუსტერი

ბუსტერები (Skin Boosters) -  არის ინექციური პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ელასტიურობასა და  ბზინვარებას. პრეპარატები შეიცავს სტაბილიზირებულ ჰიალურონის მჟავას, რომელიც სხვა პრეპარატებთან შედარებით უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს კანის ტენიანობას.  

ვისთვის არის რეკომენდებული

ბიორევიტალიზაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • - მშრალი და დეჰიდრატირებული კანი
  • - პირველი ასაკობრივი ცვლილებები, ფოტოდაბერება (მზის ზემოქმედებით დაზიანებული კანი)
  • - ელასტიურობისა და ტონუსის დაქვეითება
  • - კანის აღდგენის საჭიროება

 ონები

  • - სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები

       შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - კანი ხდება უფრო გლუვი, ბზინვარე, ელასტიური და დატენიანებული
  • - შედეგი დგება პროცედურის შემდგომ 2 კვირაში და ძლიერდება კურსის შემდგომ. ნარჩუნდება 6 – 12 თვე ინდივიდუალურად
  • - რეკომენდებულია კურსის სახით 2- 3 პროცედურა ინდივიდუალურად კანის საჭიროებიდან გამომდინარე
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

 უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული პრეპარატებით, როგორიცაა:

  • - Restyline Skinbooster (Vital/Vital Light)
  • - Juviderm Volite

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში