ულთერა პრაიმი

Ultherapy Prime ერთადერთი აპარატია მსოფლიოში, რომელიც ინოვაციური მეთოდით მუშაობს ე.წ. SMAS კარკასის აღდგენაზე. აპარატი აწვდის ფოკუსირებულ ულტრაბგერით ენერგიას იმ კუნთოვან შრეს, სადაც მუშაობენ პლასტიკური ქირურგები (SMAS). ულტრაბგერითი ტალღები გარკვეულ წერტილებში ფოკუსირდება, იწვევს გათბობას და კოლაგენის ძლიერ სტიმულაციას. შემდგომ კი ხდება დაჩქარებულ რეჟიმში ახალი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება. აპარატის უნიკალურობა მდგომარეობს Ultherapy DEEP SEE ინოვაციურ ტექნოლოგიაში, რომლის საშუალებით მთელი პროცედურის განმავლობაში ხდება სამკურნალო ზონის ვიზუალიზაცია 8 მმ-მდე, ექიმი მართავს ულტრაბგერას ზუსტ სიღრმეზე, ზონების მიხედვით აკონტროლებს მის ინტენსივობას. ეს ყოველივე კი აპარატის უპრეცენდენტო უსაფრთხოებაზე მეტყველებს. 

Ultherapy Prime - ზე შესაძლებელია შემდეგი პრობლემების მოგვარება:

  • დარღვეული ოვალი, ე.წ. ბრილები
  • ე.წ. ღაბაბი
  • ჩამოწეული წარბები და ქუთუთოები
  • პირის დაშვებული კუთხეები
  • თვალის გარშემო ნაოჭები
  • ღრმა ცხვირ - ტუჩის ნაოჭი
  • ჩამოწეული ლოყები
  • ყელისა და დეკოლტეს ზონა

პროცედურა უმტკივნეულოა  და  არ საჭიროებს რეაბილიტაციას. შედეგი ვითარდება ეტაპობრივად 6 თვის მანძილზე და ნარჩუნდება 12-18 თვემდე ინდივიდუალურად.

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა თეა ჩხვიმიანი

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში