პლაზმოთერაპია

პლაზმოთერაპია PRP არის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც გამოიყენება ორგანიზმის საკუთარი რესურსი კერძოდ, სისხლის პლაზმა, რომელიც მდიდარია თრომბოციტებითა და ზრდის ფაქტორებით. ეს კომპონენტები ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ბუნებრივად აახალგაზრდავებს მას.

ვისთვის არის რეკომენდებული

პლაზმოთერაპია ეფექტურია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ:

  • - ასაკობრივი ცვლილებები და კანის მოდუნება
  • - ნაოჭები და ელასტიურობის დაქვეითება
  • - კანის მკრთალი ფერი და დაქვეითებული ტონუსი
  • - აკნესა და პოსტ-აკნეს ნაწიბურები
  • - თმის ცვენა და თმის ზრდის სტიმულაცია
  • - თვალის ირგვლივ კანის გაჯანსაღება

ზონები

სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები, თვალების გარშემო ზონა, თმა

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - პროცედურის დასრულებისთანავე კანი ხდება უფრო ელასტიური და ხავერდოვანი. მცირდება ნაოჭები. თმის პლაზმოთერაპიის შემთხვევაში მცირდება თმის ცვენა და სტიმულირდება ახალი თმის ზრდა
  • - რეკომენდებულია კურსის სახით 3-4 პროცედურა ინდივიდუალურად კანის საჭიროებიდან გამომდინარე
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული სისტემებით, როგორიცაა:

  • - შვეიცარული RegenLab სისტემა
  • - კლასიკური PRP სინჯარები

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში