პილინგი
პილინგი - ეს არის არაინექციური პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური პრეპარატების საშუალებით ხდება კანის ზედაპირის განახლება. პილინგის დროს ხდება მკვდარი უჯრედების მოშორება, ფორების გასუფთავება და კოლაგენის სტიმულაცია.
ვისთვის არის რეკომენდებული
- - ცხიმიანი და პრობლემური კანი
- - აკნე და პოსტ - აკნე ნაწიბურები
- - პიგმენტაცია
- - ასაკობრივი ცვლილებები
- - კანის არაერთგვაროვანი ტონი
ზონები
- - სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები
შედეგი, კურსი და რებილიტაცია
- - შედეგი დგება ეტაპობრივად. ხდება კანის ტონის გათანაბრება, ფორების შევიწროება, წვრილი ნაოჭების შემცირება, პიგმენტური ლაქების გაღიავება, სხვადასხვა ტიპის ნაწიბურების შემცირება.
- - რეკომენდებულია კურსის სახით მინ. 4-6 პროცედურა
- - პროცედურა კეთდება არა აქტიური მზის სეზონზე, მას აქვს მცირე რეაბილიტაციის პერიოდი.
უსაფრთხოება და პრეპარატები
პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული პრეპარატებით, როგორიცაა:
- - PRX – T33
- - Jalupro Glow Peel
- - Hyalual Peels
პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა, ნანა სარალიძე