ჩვენს შესახებ
კარაპს მედლაინი ამერიკის საერთაშორისო კომისიის აკრედიტაციის AACI, მფლობელი, საქართველოს კერძო სამედიცინო სექტორში 25 წლიანი გამოცდილების მქონე, მრავალპროფილური კლინიკაა. საწყის ეტაპზე კლინიკის მთავარ მიმართულებას პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია წარმოადგენდა. 2001 წლიდან კარაპს მედლაინს მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი მიენიჭა და დღესდღეობით, პაციენტებს როგორც ამბულატორიული ისე ქირურგიული მიმართულებით, მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს. პაციენტების სამკურნალოდ კლინიკა მულტიდისციპლინარული მიდგომით ხელმძღვანელობს, რაც თითოეული პაციენტის შემთხვევის კონსილიუმის მეთოდით განხილვას გულისხმობს და მათი წარმატებული მკურნალობის უამრავ მაგალითს ითვლის.
ინოვაციური სამედიცინო მომსახურებებით, დასავლური გამოცდილების მქონე პერსონალით, ინდივიდუალური სამკურნალო მიდგომით გამორჩეული კლინიკა ,,ვიან ჯგუფის’’ შემადგენლობაშია.
2020 წელს ვაკეში კარაპს მედლაინის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ესთეტიკურ მედიცინაზეა ორიენტირებული. შინაგანი ჰარმონია ფიზიკური და სულიერი ბალანსით მიიღწევა. კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალის კონცეფცია ჰარმონიას, ესთეტიკას და ურთიერთობებს აერთიანებს და მომხმარებლების შინაგან თუ გარეგნულ სიჯანსაღეზე პერსონალური მიდგომით ზრუნავს. კლინიკა მომხმარებლებს სრულყოფილ ესთეტიკურ მომსახურებას სთავაზობს, რომლის ბაზაც სამედიცინო განათლებას,პროფესიონალ ექიმებს და უახლესი თაობის აპარატურას ეფუძნება, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი გარეგნული ცვლილებები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიიღონ.
კარაპს მედლაინის უპირატესობა კლინიკაში არსებული სამედიცინო მომსახურებების ინოვაციურობა და უწყვეტი პროფესიული განვითარებაა. დაარსების დღიდან დღემდე, ჰოსპიტლის გუნდის ხედვა სიახლეების დანერგვას და პაციენტებისთვის უახლესი, დამზოგველი, ნაკლებტრავმული სამკურნალო მეთოდოლოგიის შეთავაზებაზეა ორიენტირებული. უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში კი, ,,კარაპს მედლაინის’’ სამედიცინო გუნდი მუდმივ რეჟიმში ეცნობა პროფესიულ სიახლეებს, უზრუნველყოფს მათ დანერგვას და პაციენტებისთვის შეთავაზებას.
2024 წელს კარაპს მედლაინი, საქართველოს მასშტაბით, უმაღლესი შეფასებით, ამერიკის საერთაშორისო კომისიის მიერ აკრედიტებული, AACI, კლინიკა, ხოლო კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალი საქართველოში პირველი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ესთეტიკური კლინიკა გახდა, რაც პაციენტების უსაფრთოების და სამედიცინო ხარისხის მიმართულებით უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას აღნიშნავს.
ამერიკის აკრედიტაციის კომისია AACI, ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების და ტრენინგების სერვისების მიწოდების მიმართულებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცილი ორგანიზაციაა. AACI, ,,ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხის და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის’’ ISQua/IEEA აკრედიტებული წევრია, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებით არის დაკავებული.
2025 წლის მაისში კლინიკამ ამერიკის საერთაშორისო კომისიის AACI რეაკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა.
კლინიკის მენეჯმენტის მისია და ხედვა განვითარებაზე, სიახლეების დანერგვასა და პაციენტებისათვის საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურეობის გაწევაზეა ორიენტირებული.