მარიამ ნოზაძე
ექიმი - კოსმეტოლოგი
ექიმის დეტალები
მარიამ ნოზაძე ესთეტიური მედიცინის ექიმი, MASTERMINDS-ის ესთეტიური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის წევრი და უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ექიმ-კოსმეტოლოგია. მას ინექციურ-ესთეტიური მედიცინის მიმართულებით მუშაობის 6 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.
ექიმი არაერთი პროფესიული სერტიფიკატის მფლობელია და გავლილი აქვს სპეციალიზებული საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის კადავერ-კურსი (Cadaver Course), რომელიც სახის ანატომიის ღრმა და პრაქტიკულ შესწავლას გულისხმობს.
მისი მიდგომა ანატომიურ ცოდნას, უსაფრთხოებას, ბუნებრივ შედეგს და სახის ჰარმონიულ გაახალგაზრდავებას ეფუძნება.