მეზოძაფები

მეზოძაფები არის ინექციური პროცედურა - არაქირურგიული ლიფტინგის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. კანის ქვეშ შეყვანილი ბიოდეგრადირებადი ძაფები ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინტეზს, რაც უზრუნველყოფს კანის დაჭიმვას (ლიფტინგს) და კონტურების გაუმჯობესებას.  

ვისთვის არის რეკომენდებული

მეზო ძაფები ეფექტურია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ:

  • - კანის მოდუნება და ელასტიურობის დაქვეითება
  • - სახის ოვალის დარღვევა
  • - ლოყებისა და ცხვირ ტუჩის ნაოჭის ჩამოშვება
  • - კისრისა და დეკოლტეს ზონის მოდუნება
  • - თვალის ირგვლივ კანის გაჯანსაღება
  • - მცირე კორექციები ქირურგიული ჩარევის გარეშე - წარბების აწევა, ცხვირის აწევა.

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - ეფექტი შეიმჩნევა პროცედურის დასრულებისთანავე, თუმცა საბოლოო შედეგი ფორმირდება 1-2 თვეში, როდესაც იწყება კოლაგენის აქტიური წარმოქმნა. ეფექტი ნარჩუნდება 12-18 თვე ინდივიდუალურად
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას აქვს მცირე რეაბილიტაციის პერიოდი - 1 კვირა

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ბიოდეგრადირებადი ძაფებით, როგორიცაა:

  • - პოლიდიოქსანონის ბაზაზე (PDO)
  • - პოლილაქტური მჟავის ბაზაზე (PLLA)

ეს მასალები აბსოლუტურად უსაფრთხოა, ორგანიზმში თანდათანობით იშლება და ასტიმულირებს კანის ბუნებრივ განახლებას.

პროცედურას აკეთებს თეა: ჩხვიმიანი

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში