ბოტულინოთერაპია

ბოტულინოთერაპია (ე.წ. ბოტოქსი)  - ყველაზე პოპულარული და ეფექტური გზა მიმიკური ნაოჭების შესამცირებლად. ბოტულინის ტოქსინი დროებით ახდენს იმ კუნთების რელაქსაციას,  რომლებიც იწვევს ნაოჭების გაღრმავებას, შედეგად კი ვიღებთ მაქსიმალურად ახალგაზრულ და ბუნებრივ გამომეტყველებას. 

ვისთვის არის რეკომენდებული

ბოტულინოთერაპია რეკომენდებულია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ:

  • - შუბლის ნაოჭები
  • - თვალის გარშემო ნაოჭები
  • - წარბებს შუა ნაოჭი
  • - პირის გარშემო ნაოჭები
  • - პირის დაშვებული კუთხეები
  • - ყელის ზონა - ოვალის კორექციისთვის (პლატიზმა)
  • - იღლიისა და ფეხის გულების ზონა - ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ
  • - ბრუქსიზმისა და ღრძილოვანი ღიმილის სამკურნალოდ

შედეგი და რებილიტაცია

  • - მაქსიმალური შედეგი დგება 10-14 დღის განმავლობაში და ნარჩუნდება 3-6 თვის მანძილზე ინდივიდუალურად
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, მას არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული პრეპარატებით, როგორიცაა:

  • - Dysport (Ipsen - ფრანგული კომპანია)
  • - Botox (Allergan - ამერიკული კომპანია)
  • - Xeomin (Merz Aesthetics - გერმანული კომპანია)

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი, სალომე თოლორდავა

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში