პაპილომების, კერატომებისა და  ხალების მოშორება

პაპილომების, კერატომებისა და  ხალების მოშორება - პროცედურის წინ ხდება წარმონაქმნების შეფასება ექიმის მიერ დერმატოსკოპის საშუალებით. ექიმი განსაზღვრავს წარმონაქმნის ბუნებას, გამორიცხავს პათოლოგიურ ცვლილებებს და შემდგომ ირჩევს ოპტიმალურ მეთოდს - Fotona ლაზერული აპარატის ან რადიოტალღური დესტრუქციის გზით. ხდება ზუსტი და კონტროლირებადი ენერგიის ზემოქმედება მხოლოდ დაზიანებულ უბანზე, პროცედურა მინიმალურად ტრავმული და უმტკივნეულოა. ჭრილობა სწრაფად ხორცდება. საჭიროების შემთხვევაში მოცილებული ნიმუში იგზავნება ჰისტოლოგიურ კვლევაზე.

ზონები

სახე, კისერი, ხელები, დეკოლტე, ტანი, კიდურები

შედეგი, კურსი და რებილიტაცია

  • - შედეგი დგება მომენტალურად, წარმონაქმნი სრულად მოიხსნება, შედეგად კი ვიღებთ ჯანმრთელ და ესთეტიურად სუფთა კანს.
  • - კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე პროცედურა
  • - პროცედურა კეთდება ნებისმიერ სეზონზე, უმტკივნეულოა,  მას აქვს მცირე რეაბილიტაციის პერიოდი, რაც უკავშირდება ჭრილობის სწრაფ შეხორცებას.

უსაფრთხოება და პრეპარატები

პროცედურა ტარდება სერტიფიცირებული ექიმების მიერ მხოლოდ FDA დადასტურებული აპარატებითა და პრეპარატებით.

პროცედურას აკეთებენ: ნინო გოგიბერიძე, მარინა ოჟოგინა, თეა ჩხვიმიანი

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში