დერმატოლოგია

დერმატოლოგია

დერმატოლოგია მედიცინის ის სფეროა, რომელიც ეხება კანის, თმის, ფრჩხილებისა და ლორწოვან გარსების დარღვევების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და პრევენციას. დერმატოლოგიის სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის საერთო ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში,  კანის ჯანმრთელობაზე შენდება ადამიანის გარეგნული ესთეტიკა და შინაგანი კომფორტი.

დერმატოლოგიაში ასევე აქტიურად ვიყენებთ ისეთ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კანის ვიზუალური მხარის გაუმჯობესებაზე, როგორიცაა პოსტ აკნე ნაწიბურები, სხვადასხვა ტიპის ლაქები, არაერთგვაროვანი კანი და სხვა. ასეთი პროცედურებია:   ასეთი პროცედურებია ქიმიური პილინგები, სამკურნალო ლაზერული პროცედურები Fotona SP Dynamis აპარატით,  ე.წ. მიკრონიდლინგი, Dermadrop და სხვა.

„კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე  დერმატო-ვენეროლოგები მუშაობენ, რომლებიც უზრუნველყოფენ შემდეგი დაავადებების ეფექტურ მკურნალობას:

  • აკნე და პოსტ აკნე
  • ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი და ეგზემა
  • როზაცეა
  • კანის სოკოვანი ინფექციები
  • ხალების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • პიგმენტაცია და ჰიპერპიგმენტაცია
  • თმის ცვენა, სკალპის პრობლემები
  • კანის მეჭეჭები, პაპილომები, კერატოზები და სხვა წარმონაქმნები
  • ჰერპესი

ჩვენი დერმატოლოგიური სერვისი მოიცავს:

  • დერმატოლოგის კონსულტაციას - კანის სამედიცინო შეფასებას და მკურნალობის დაგეგმვას
  • დერმატოსკოპიას
  • ლაბორატორიულ და ალერგოლოგიურ ანალიზებს
  • ადგილობრივ და სისტემურ თერაპიებს
  • საჭიროების შემთხვევაში კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან კომბინაციას
cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში