ჩვენი ექთნები

ჩვენი მისია უსასრულოა

კავკასიის მედიცინის ცენტრის საექთნო მიმართულება 300-ზე მეტ, პაციენტების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის მზრუნველ პროფესიონალს აერთიანებს. 

 

ჩვენი მისია უსასრულოა- მუდმივად ვიზრუნოთ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. 

 

ჩვენი მიღწევები 

უმაღლესი საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის, JCI-ის ფარგლებში ჰოსპიტალში მტკიცებულებაზე დაფუძნებული საექთნო პროტოკოლები დაინერგა. 

 

პროტოკოლების დანერგვა პაციენტების გლობალური უსაფრთხოების მიზნებს პასუხობს:

  • ტრიაჟის პროცესი გადაუგებელი პაციენტებისთვის
  • დაცემის რისკის შეფასება და პრევენციის გეგმა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ნაწოლების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების იდენტიფიკაცია, შეფასება და ინტერვენცია
  • პაციენტის პირველადი და განმეორებითი შეფასება
  • მაღალი რისკის მედიკამენტების მართვა
  • კრიტიკული შედეგების რეპორტირება
  • ტკივილის შეფასება და მართვა
  • საექთნო მოვლის გეგმა
  • კვების სკრინინგი
  • პაციენტისა და ოჯახის მულტიდისციპლინარული განათლება
  • პაციენტის შემზღუდავი საშუალებების გამოყენება
  • კათეტერებისა და მილების არასწორი შეერთების პრევენცია
  • გარეგანი ვენტრიკულური დრენაჟის მოვლა
  • ამბულატორიული პაციენტების მართვა

 

უწყვეტი განვითარება 

ჰოსპიტალში დანერგილია და ექთნები ყოველწლიურად გადიან გადამზადების კურსებს, რაც მოიცავს ანატომია ფიზიოლოგიის, მანიპულაციების და დოზირების მოდულებს. 

 

EBRD-თან თანამშრომლობის ფარგლებში ექთნები ჩართულები არიან შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებში:

  • რესპიტატორული თერაპისტი ექთნის სასწავლო კურსი
  • ტრავმული პაციენტის მართვა
  • ინტენსიური თერაპიის საექთნო მართვის საფუძვლები

 

კლინიკა აქტიურად თნამშრომლობს საექთნო კოლეჯებთან (ტვილდიანი, პირველი სამედიცინო, კავკასიონი, ორიენტირი, პანაცია) და უნივერსიტეტებთან. სტუდენტები კლინიკაში გადიან სხვადასხვა პრაქტიკულ მოდულებს, რასაც უზრუნველყოფენ კლინიკის ექთანი ტრენერები.

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში