პროსტატის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში – ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა ერთ სივრცეში!

პროსტატის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში – ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა ერთ სივრცეში!
ჩვენი უროლოგიური მიმართულება ფუნქციონირებს კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც შექმნილია სრულად აღჭურვილი პროსტატის ცენტრი — ადგილი, სადაც პაციენტი იღებს სრულფასოვან დიაგნოსტიკასა და მკურნალობას უახლესი გაიდლაინების, ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სპეციალისტების მხარდაჭერით.
დიაგნოსტიკა:
- ქვედა საშარდე სისტემის შეფასება – PSA, შარდვის დარღვევები, უროდინამიკა
- ტრანსრექტალური ბიოფსია – პირველად რეგიონში უახლესი და სრულყოფილი ინტერვენციული ულტრაბგერა BK Active ლაპაროსკოპიული გადამწოდით
- ბიოფსია ტარდება წინასწარ ჩატარებული მულტიპარამეტრული MRI-ის PI-RADS შეფასების საფუძველზე
- სრული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
- პროსტატის კიბოს სრულფასოვანი სკრინინგი
კეთილთვისებიანი პროსტატური ჰიპერპლაზია (BPH):
- TURP (ტრანსურეთრული რეზექცია) ბიპოლარული რეზექტოსკოპით
- ლაზერული ენუკლეაცია – Quanta System Magneto 150W ლაზერით
- ღია პროსტატექტომია (მილინის მეთოდით)
- ლაპაროსკოპიული მილინის პროცედურა
პროსტატის კიბოს მკურნალობა:
- ღია რადიკალური პროსტატექტომია
- ლაპაროსკოპიული რადიკალური პროსტატექტომია, გაფართოებული ლიმფოდისექციით
- მკურნალობა ინდივიდუალურად – საერთაშორისო გაიდლაინებზე დაყრდნობით, როგორც ადგილობრივი გავრცელების ასევე გავრცელებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში ონკოლოგიურ განყოფილებაში.
განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი დავით ნიკოლეიშვილი - კავკასიის სამედიცინო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი
1500-ზე მეტი ლაპაროსკოპიული რადიკალური პროსტატექტომიის წარმატებული გამოცდილება
ლიდერი რეგიონში უროლოგიური ონკოქირურგიის მიმართულებით
ტექნოლოგიური უპირატესობები:
Olympus VISERA ELITE III 4K 3D
- 4K+3D ხედვა — ზუსტი ქსოვილოვანი გარჩევადობა
- ღრმა ანატომიური სტრუქტურების გამოკვეთილი კონტროლი
- ოპტიმიზებული ოპერაციული სიზუსტე
Olympus Thunderbeat სკალპელი
- ბიპოლარული + ულტრაბგერითი ენერგია
- ჭრა და ჰემოსტაზი ერთდროულად – ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას
- იდეალურია ენუკლეაციისა და რადიკალური პროსტატექტომიისთვის
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი პროსტატის ცენტრი?
- პროფესიონალთა ლიდერი გუნდი
- უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოპერაციული
პაციენტზე მორგებული მიდგომა - მინიმალურად ინვაზიური მეთოდები
- მკურნალობა გაიდლაინების შესაბამისად — EAU/AUA