ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

ტექნოლოგიური პროგრესი მედიცინის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ახალი აპარატურა ზედმეტი მანიპულაციების გარეშე ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას იძლევა. ულტრასონოგრაფია დიაგნოსტირების არაინვაზიური მეთოდია. ულტრაბგერა მაღალი სიხშირის ხმოვან ტალღებს იყენებს და შინაგანი ორგანოების ვიზუალურ გამოსახულებებს ქმნის. მეთოდი სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული გამოსახულების დახმარებით შინაგანო ორგანოების რბილი ქსოვილები დეტალურად დაათვალიერონ და პრობლემური ნაწილები აღმოაჩინონ.

მისი მთავარი უპირატესობა სანდო დიაგნოზის დასმა, სიზუსტე, სისწრაფე, უმტკივნეულობა, სიმარტივე და უსაფრთხოებაა მათ შორის ორსულებისთვის და ბავშვებისთვის, რადგან კვლევის დროს დასხივების ნაცვლად მხოლოდ ულტრაბგერითი ტალღები გამოიყენება.

,,კარაპს მედლაინის’ ვაკის ფილიალში’ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა უახლესი თაობის აპარატურით და მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან შემდგარი ექიმების მიერ ტარდება.

 

სერვისი მოიცავს:

მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფია

საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფია

გინეკოლოგიური ულტრასონოგრაფია

ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია

სარძევე ჯირკვლის ულტრასონოგრაფია

რბილი ქსოვილების ულტრასონოგრაფია

ლიმფური კვანძების ულტრასონოგრაფია

პლევრის ღრუს ულტრასონოგრაფია

რბილი ქსოვილების ულტრასონოგრაფია (მ.შ. კოსმეტოლოგიური გართულებების დიაგნოსტიკა)

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში