სხეულის თერაპია

სხეულის თერაპია სამკურნალო, საკორექციო, ანტიცელულიტურ და ლიმფოდრენაჟის აპარატურულ და მანუალურ მიმართულებებს აერთიანებს. ადამიანის ჯანმრთელობის ჰოლისტიკურ მიდგომაში სხეულის თერაპიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ის მიზნად ისახავს სხეულის ბუნებრივი წონასწორობის აღდგენას, შედეგად კი ხორციელდება კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, განახლება, გამკვრივება; სხეულის თერაპია ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში და აქვს როგორც სამკურნალო ასევე გამაჯანსაღებელი ეფექტი.

 „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალში ხელმისაწვდომია შემდეგის სერვისები:

 

მანუალური მასაჟი

 

  • პრობლემური ზონების კორექცია
  • ანტიცელულიტური მასაჟი
  • ლიმფოდრენაჟი
  • სარელაქსაციო მასაჟი
  • სამკურნალო მასაჟი (ოპერაციების შემდგომი პერიოდი, ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დაავადებები და სხვა)
  • სხეულის მოვლა Biologique Recharche - ის ავტორიზებული ტექნიკით

 

აპარატურული მეთოდიკა  - ენდოსფერო თერაპია ( აპარატი მოწოდებულია Endospheres Therapy ერთადერთი ოფიციალური მწარმოებლის იტალიური კომპანია  Fenix ჯგუფის მიერ)

 

რა არის ენდოსფერო?

ენდოსფერო ეს არის 100% არაინვაზიური, მრავალი კლინიკური და სამეცნიერო კვლევით დადასტურებული აპარატი, რომელიც ბოლო მიღწევად ითვლება მსოფლიოში სხეულის კორექციის მიმართულებით.

ენდოსფერო თერაპიას საფუძვლად უდევს კომპრესიული მიკროვიბრაციის დაპატენტებული მეთოდი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და სპორტულ რეაბილიტაციაში, როგორც ყველაზე ეფექტური საშუალება ცელულიტის,  ზედმეტი ცხიმისა და სხეულის სხვადასხვა ესთეტიური დეფექტების სამკურნალოდ.

კომპრესიული მიკროვიბრაცია ეყრდნობა სპეციალური მანიპულის გამოყენებას, რომელზეც ფუტკრის ფიჭის ფორმის მსგავსად განლაგებულია ანტიალერგიული 55 სილიკონის ბურთულა.   მანიპულის შიგნით მოთავსებული ცილინდრის საშუალებით აპარატი გადასცემს დაბალსიხშირიან კომპრესიულ ვიბრაციას, რომელიც ახდენს იმპულსურ და რიტმულ ზემოქმედებას კანზე. დაგენერირებული ტალღა მოქმედებს რამდენიმე დონეზე და ერთდროულად 5 ფუნქციას ასრულებს. თავდაპირველად აღადგენს სისხლძარღვების ფიზიოლოგიურ მდგომარეობას შემდგომ კი ლოკალურად ზემოქმედებს სხეულის სხვადასხვა ზონებზე ესთეტიური დეფექტების აღმოსაფხვრელად და რემოდერლირებისთვის.

სენსორული ტექნოლოგია

ენდოსფერო თერაპიით მკურნალობა გაცილებით ეფექტური გახდა ინოვაციური სისტემა „Sensor” - ის განვითარებით, რომლითაც სისტემა ავტომატურად ადაპტირდება სხვადასხვა ტანის მორფოლოგიასთან, აფიქსირებს შეშუპებულ, ფიბროზულ არეებს და ხდება  დამუშავების ოპტიმიზაცია მოკლე დროში მაღალი შედეგების მისაღწევად.

რა ფუნქციას ასრულებს ენდოსფერო?

ენდოსფერო 1 პროცედურის დროს  5 ფუნქციას ასრულებს

  1. გაუტკივარების ფუნქცია

კომპრესიული მიკროვიბრაცია ასტიმულირებს დერმაში არსებულ განსაზღვრულ რეცეპტორებს და აუმჯობესებს ოქსიგენაციას. ეს მოქმედება ამცირებს ანთებით პროცესს ქსოვილებში და უმოკლეს ვადაში აღმოფხვრის ისეთი ტიპის ტკივილს როგორიცაა: მტკივნეული ცელულიტი, ლიმფოდემა, ასევე აქტიურად გამოიყენება სპორტულ მედიცინაში რეაბილიტაციის დროს.

  1. დრენაჟის ფუნქცია

მანიპულაში სფეროების სპეციფიური მოძრაობა და მოძრაობის მიმართულება ქმნის ე.წ. ტუმბოს ეფექტს, რომელიც ააქტიურებს ლიმფურ სისტემას, ხელს უწყობს ტოქსიური სითხის გამოდევნას ორგანიზმიდან

  1. სისხლძარღვებზე ზემოქმედება

ენდოსფერო თერაპია, ფუტკრის ფიჭის მსგავსად განლაგებული სფეროების საშუალებით, ასტიმულირებს ვასკულარიზაციას. ქსოვილებზე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ხდება ე.წ.   „სისხლძარღვების ვარჯიში“ - რაც აუმჯობესებს მიკროცირკულაციას

  1. რეკონსტრუქციის ფუნქცია

სფეროების რხევადი ფუნქცია ახდენს დაგროვილი ცხიმის დაშლას, რომელიც ხელს უწყობს ე,წ. „ფორთოხლის კანის“ (ცელულიტის) წარმოქმნას. ეს ფუნქცია ამცირებს კანის ესთეტიურ დეფექტებს, და იწყებს მისი ახალგაზრდობის აღდგენას პირველივე პროცედურის შემდგომ

  1. კუნთებზე ზემოქმედება

კომპრესიული მიკროვიბრაციის დროს კუნთი მოდის აქტიურ წინააღმდეგობაში, ვიბროსტიმულაცია კი ახდენს კონკრეტულ ზონაზე კუნთის ტონუსის ოპტიმიზაციას

რა შემთხვევაში გამოიყენება ენდოსფერო თერაპია?

  • - ცელულიტი („ ფორთოხლის კანი“)
  • - კუნთების კონტრაქტურა
  • - შეშუპება ფეხების, ხელების, საჯდომის, იღლიის ზონაზე
  • - მუცლის ცხიმის მოშორება
  • - მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  • - პლასტიკურ ოპერაციებამდე და მის შემდგომ პერიოდში

რა შედეგს ვიღებთ ენდოსფერო თერაპიის შემდგომ?

  • - ლიმფოდრენაჟი - ლიმფის გამოდევნა
  • - ცელულიტის („ფორთოხლის კანის“) გასწორება
  • - მიკროცირკულაციის გაუმჯობესება
  • - სილუეტის მოდელირება
  • - კუნთოვანი ტონუსის ოპტიმიზაცია

რა მოლოდინები არსებობს წონის დაკლების მსურველთათვის?

სწორად შერჩეული მკურნალობის შემთხვევაში: 

  • - 2 ზომით ამცირებს სხეულს
  • - 2,5 სმ- ით ამცირებს თეძოს გარშემოწერილობას

რა არის ცელულიტი და როგორია ამ პრობლემის მკურნალობა ენდოსფერო თერაპიით?

ცელულიტი  დაავადებაა, რომელიც აზიანებს ჰიპოდერმის ცხიმოვან ქსოვილს, რომელიც მდებარეობს დერმის ქვეშ. მისი გამომწვევი მიზეზია ცხიმოვან ქსოვილებში მიკროცირკულაციის გაუარესება, რასაც შედეგად მოჰყვება მეტაბოლური ფუნქციის დარღვევა.

ცელულიტის წარმოქმნა განპირობებულია  ჰორმონალურ და სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით, რომელიც ხშირად უარესდება შემდეგი მიზეზებით: მჯდომარე ცხოვრების წესი, სტრესი, არასწორი კვება, დაავადებები, რომლებიც იწვევს შეშუპებას. ცელულიტი ძირითადად ვითარდება თეძოებისა და წელის არეში.

ცელულიტი  არ არის მგრძნობიარე რადიკალური დიეტების და ფიზიკური აქტივობის მიმართ.

კომპრესიული მიკროვიბრაცია/ ენდოსფერო თერაპია ეს არის პროცედურა, რომელიც ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც ხდება ქსოვილების კვება და ოქსიგენაცია. ახალი რევოლუციური ანტიცელულიტური მეთოდიკა გარანტირებულად იძლევა ეფექტურ შედეგს უკვე რამდენიმე პროცედურის შემდგომ.

რეკომენდაცია

ენდოსფერო თერაპია ინიშნება კურსის სახით შესაბამის სპეციალისტთან   კონსულტაციის შემდგომ. კონკრეტული პრობლემის სამკურნალოდ  განისაზღვრება ჩასატარებელი პროცედურების რაოდენობა.

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში