
საოფისე გინეკოლოგია
საოფისე გინეკოლოგია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებაა, რომელიც ქალის რეპროდუქციული რგოლის და მასთან დაკავშირებული ყველა პროცესის დიაგნოსტირებას, მკურნალობას და მართვას მოიცავს.
საერთაშორისო პროტოკოლების, გაიდლაინების, მულტიდისციპლინარული და ინდივიდუალური მიდგომით ,,კარაპს მედლაინში’’ შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა ხორციელდება:
ინფექციების დიაგნოსტიკა PCR მეთოდით
კოლპოსკოპია
კოლპოსკოპია - კვლევის დიაგნოსტიკური მეთოდია, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება და ამ გზით, არსებული პათოლოგიების აღმოჩენა ხდება. ,,კარაპს მედლაინის’’ საოფისე გინეკოლოგიის განყოფილება ქალების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მედიცინის და ტექნოლოგიების სინთეზს იყენებს. კოლპოსკოპიური კვლევა კლინიკაში, DYSIS-ის უახლესი თაობის აპარატით ტარდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით, AI DYSIS სისტემით არის აღჭურვილი. აღნიშნულ კოლპოსკოპიის აპარატს აქვს უნიკალური შესაძლებლობა მაქსიმალური სიზუსტით აღმოაჩინოს დაზიანებული კერა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს დამიზნებითი ბიოფსია ჩაუტარდეს. კვლევა კომბინირებული მეთოდით ტარდება. აპარატი საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაზიანებების გამოვლენას 31%-დან 60%-მდე შემთხვევებში უზრუნველყოფს.
Monalisa Touch
საოფისე გინეკოლოგია, ინსტრუმენტალური მეთოდით, CO2 ლაზერის კომბინაციით აპარატ MonaLisa Touch-თან ერთად, ესთეტიკური გინეკოლოგიური პროცედურების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. თანდაყოლილი პათოლოგიები, გადატანილი ქირურგიული ჩარევები და მენოპაუზა შესაძლოა, საკვერცხეებში ესტროგენების გამომუშავების დაქვეითების მიზეზი გახდეს, რაც თავის მხრივ, ვაგინალური ატროფიის საფუძველი ხდება. სასქესო გზები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჰორმონალური ძვრების მიმართ. ესტროგენის დაბალი დონე ქალების უმრავლესობაში ვაგინალური ატროფიის სიმპტომებს იწვევს, რაც ხელს უშლის ჯანმრთელ სექსუალურ ცხოვრებას, იწვევს დისკომფორტს, შარდის შეუკავებლობას და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ,,კარაპს მედლაინში’’ DEKA-ს წარმოებული უახლესი თაობის ლაზერული სამედიცინო აპარატი MonaLisa Touch გამოიყენება. დღეისათვის, აპარატს უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით, ანალოგი არ ყავს. MonaLisa Touch-ით ჩატარებული ლაზერული თერაპია კი, საშოს გაახალგაზრდავების უკონკურენტო მეთოდია. პროცედურა MonaLisa TouchTM ქალებში სასქესო ორგანოების ფუნქციური ფიზიოლოგიური და პოსტტრავმული ცვლილებების მკურნალობის ოქროს სტანდარტად, ხოლო მენოპაუზის დროს, ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ალტერნატივად მიიჩნევა. პროცედურის ჯერადობას და ხანგრძლივობას, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ კი, ექიმი განსაზღვრავს.
Monalisa Touch-ის ჩატარების ჩვენებები:
ვაგინალური ატროფიის დროს პაციენტები ყველაზე ხშირად საშოში წვის და სიმშრალის შეგრძნებას უჩივიან. აღნიშნულ ჩვენებებს შესაძლოა თან სდევდეს გამონადენი საშოდან (ლიმფორეა). ქალების უმრავლესობას აქვს ტკივილი და მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კონტაქტის დროს, რის შედეგადაც ვითარდება სქესობრივი აქტივობის დაქვეითება.აღნიშნული პროცესი ქმნის ფსიქოლოგიურ სტრესს და პრობლემებს პარტნიორებს შორის.
- ვულვო-ვაგინალური და ურეთროვაგინალური ატროფია (განსაკუთრებით მენოპაუზაში)
- საშოს ლორწოვანის ეპითელიუმის ცვლილებები/გათხელება/ანთება
- დისპარეუნია
- საშოს მიკროფლორისა და PH დარღვევა
- უნებლიე შარდვის ადრეული სტადია
- შარდის შეუკავებლობა (ატროფიითა და საშოს წინა კედლის მსუბუქად გამოხატული დაწევით)
- საშოს კედლის დაშვება/ზომაში მატება/ტონუსის დაქვეითება (მშობიარობის შემდეგ)
- შორისის ან ანუსის ნახეთქები
- ვულვის ლორწოვანისა და გარეთა სასქესო ორგანოების ფერისა და ტონუსის დაქვეითება
- საშოს ტრავმები და ნაწიბურები
- სასქესო ორგანოების მიდამოში პიგმენტაციის დარღვევა ჰორმონალური პრობლემების დროს
Monalisa Touch-ის უპირატესობები:
- პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი
- მსუბუქი სარეაბილიტაციო პერიოდი
- ლაზერული პროცედურა აღადგენს პრობლემის როგორც ესთეტიკურ, ასევე ფუნქციურ მხარეს
- არ აქვს შეზღუდვა სქესობრივ ცხოვრებაზე
- აღნიშნული პროცედურა ტარდება ამბულატორიული მანიპულაციით და არ საჭიროებს მედიკამენტების მიღებას
პროცედურის დროს ქსოვილების ოქსიგენაციის გაუმჯობესება და მათი კოლაგენური მატრიქსის აღდგენა ხდება, რის შედეგადაც:
- ნორმალიზდება საშოს PH და მიკროფლორა (ლაგდება სიმშრალე, ქავილი, წვა, ლიმფორეა)
- ქვედა სასქესო გზების ლორწოვანისა და გარეთა საქესო ორგანოების კანის ტურგორისა და ელასტიურობის აღდგენა (საშოს მოცულობა მცირდება ზომაში, მატულობს მისი კედლების ლიფტინგი )
- ქრება დისპარეუნია, შარდის შეუკავებლობა
- იზრდება ლიბიდო და სექსუალური ცხოვრების ხარისხი
PRP - თრომბოციტებით მდიდარი პლაზმოთერაპია
PRP - ნიშნავს თრომბოციტებით მდიდარ პლაზმას (Platelet Rich Plasma). PRP თერაპია რამდენიმე წელია აქტიურად და ეფექტურად გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უროლოგიური, რეპროდუქციული და გინეკოლოგიური, ასევე დერმატო/კოსმეტოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ. PRP თერაპიის გამოყენება ხდება, ამბულატორიულად.
როგორ მიიღება თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა?
თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა მიიღება ადამიანის პერიფერიული ვენური სისხლიდან სულ რამდენიმე წუთში, მისი ცენტრიფუგით სათანადო დამუშავების შემდგომ.
ვაგინალური გაახალგაზრდავებისა და სექსუალური ჯანმრთელობისთვის გამოარჩევენ O-shot პროცედურას. O-shot ინექცია გულისხმობს თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას საშოში. პროცედურა ასტიმულირებს ღეროვან უჯრედებში სისხლის ნაკადს და უზრუნველყოფს ჯანსაღი ქსოვილების განვითარებას.
რატომ არის ეფექტური თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა?
თრომბოციტები არის ძირითადი ფაქტორი ადამიანის ქსოვილების აღსაღდგენად. თრომბოპლაზმა შეიცავს ნუტრიენტებს, ჰორმონებს, ვიტამინებს, პეპტიდებსა და ზრდის ფაქტორებს - შესაბამისად PRP თერაპია ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას, ებრძვის ანთებით პროცესებს, ამცირებს ტკივილს, ხელს უწყობს ორგანიზმის პრობლემური უბნის სწრაფ აღდგენას, სისხლმომარაგეობას და ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას სრული სიმძლავრით.
როგორ ხდება თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანა ადამიანის ორგანიზმში?
თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა მიკროინექციების საშუალებით შედის სხეულის იმ ნაწილებში, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას.
რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება PRP პლაზმა თერაპია გინეკოლოგიაში?
არაინვაზიურად (ამბულატორიულ კლინიკებში)
- სექსუალური დისფუნქცია(სექსუალური აქტის დროს ტკივილი, სიმშრალე)
- ლიბიდოს დაქვეითება, ანორგაზმია და ორგაზმთან დაკავშირებული დისფუნქცია (O-Shot და G-Shot პროცედურები)
- მენოპაუზალური და გენიტოურინალური სინდრომი (სიმშრალე, ტკივილი და შარდის სტრესული შეუკავებლობა)
- მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაცია
- მასკლეროზირებელი ლიქენი
- ვულვოდინია
- ვაგინიზმი
- ვაგინალური სიმშრალე
- ბრტყელი ლიქენი
- ვესტიბულიტი
- საშვილოსნოს ყელის და შორისის პოსტტრავმული დეფორმაცია
- სხვადასხვა ტიპის ჩარევების შემდგომ რეგენერაციის დაჩქარება
ინვაზიურად (საოპერაციო ოთახებში)
- ჭრილობების მოვლისა და შეხორცებისთვის
- კომბინაციაში ლაბიოპლასტიკასთან, გარე სასქესო ბაგეების აუგმენტაციისთვის, ვაგინოპლასტიკის დროს, პერინეოპლასტიკის პროცედურების დროს
PRP თერაპიის სხვა უპირატესობები
- გვერდითი მოვლენები, გართულებები და რისკები დაყვანილია მინიმუმამდე
- პროცედურა სწრაფია (მაქს. 30 წთ)
- პროცედურა უმტკივნეულოა და არ საჭიროებს რეაბილიტაციას
PRP-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია EBD (Energy Based Devices) CO2 Laser-მონალიზა თაჩის პროცედურასთან კომბინაციაში.