პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია

პლასტიკური ქირურგია - ცვლილებების სამყარო, რომელიც მეცნიერებას და ხელოვნებას აერთიანებს და ადამიანებს სასურველი ვიზუალის მიღწევაში, თავდაჯერებულობის, განწყობილების და თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება.

ხშირ შემთხვევაში პლასტიკური ქირურგია სხეულის ნაწილების ფუნქციისა და ვიზუალური მხარის გაუმჯობესებას მოიაზრებს, თუმცა აღსანიშნავია რომ, მსგავსი ტიპის ქირურგიული ჩარევა პაციენტის ცხოვრების ხარისხისს  და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. რეკონსტრუქციული ქირურგია პლასტიკური ქირურგიის ფართო მიმდინარეობას წარმოადგენს, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილის ფორმის და ფუნქციის აღდგენაზეა ორიენტირებული. მიმართულება თანდაყოლილი დეფექტების, სხვადასხვა ანომალიის, ტრავმების, ინფექციების, სიმსივნეების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შედეგად დატოვებული ვიზუალური და ფუნქციური ფორმების მოგვარებას უზრუნველყოფს.

 ,,კარაპს მედლაინის’’ დაარსების დღიდან, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია გახლდათ. კლინიკის წარმატება და უპირატესობა სიახლეების სწრაფ დანერგვაში, განხორციელებასა და ადამიანებისთვის ამ სიახლეების დროულ შეთავაზებაში მდგომარეობს. აღსანიშნავია, პაციენტების ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერის ნაწილი, რომელზეც გუნდის თითოეული წევრი კლინიკაში მოსვლის მომენტიდან იწყებს ზრუნვას. 

 

,,კარაპს მედლაინში’’  პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიული მომსახურეობის სრული სერვისის მიღებაა შესაძლებელი:

  • ცხვირის პლასტიკა (მათ შორის სუნთქვის აღდგენითი ოპერაციები და განმეორებითი რეკონსტრუქციული სეპტორინოპლასტიკა)
  • ქუთუთოების პლასტიკა (ზედა და ქვედა ქუთუთოების, მათ შორის Foxy Eyes)
  • წარბების ლიფტინგი
  • სრული სახისა და კისრის ლიფტინგი (მათ შორის SMAS კუნთოვანი ქსოვილების ლიფტინგი უახლესი ენდოსკოპიური მეთოდის გამოყენებით)
  • ტუჩების პლასტიკა (მათ შორის ბულჰორნ-პლასტიკა, მოცულობისა და ფორმის კორექცია და სხვა)
  • ყურის პლასტიკა (მიზიდვა, ყურის ნიჟარის ფორმის/ზომის კორექცია)
  • ორთოგნატიული ოპერაციები (ყბების დეფორმაციებისა და თანკბილვის კორექცია)
  • თავის ქალის ფორმის კორექცია
  • ნიკაპის, ყბებისა და ყვრიმალების პლასტიკა (მათ შორის იმპლანტებით და/ან ძვლოვანი რემოდელინგით)
  • მკერდის პლასტიკა (გადიდება, აწევა, დაპატარავება და სხვა)
  • მამაკაცებში გინეკომასტიის ქირურგიული მკურნალობა
  • მუცლისა და ტორსის პლასტიკა (მათ შორის წრიული ბოდილიფტინგი)
  • დუნდულების პლასტიკა (იმპლანტებით, Brazilian Butt Lift [ცხიმის გადანერგვა] და სხვა)
  • ბარძაყებისა და მკლავების სრული პლასტიკა
  • წვივების პლასტიკა (იმპლანტებით და ცხიმის გადანერგვით)
  • ლიპოსკულპტურინგი (სხეულის კონტურული კორექცია)
  • ლიპოსაქცია/ლიპოფილინგი
  • ინტიმური ქირურგია (ქალბატონებსა და მამაკაცებში)
  • მტევნებისა და ტერფების პლასტიკა (მათ შორის ე.წ. ცერა თითის ვალგუსური დეფორმაციის [Hallux Valgus] ქირურგიული მკურნალობა)
  • სქესის შეცვლის ნებისმიერი მოცულობის ოპერაციები

რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის მიმართულებით აღსანიშნავია ისეთი ჩარევები, როგორებიცაა:

  • სახის თანდაყოლილი (მათ შორის ტუჩისა და სასის) ნაპრალის ქირურგიული მკურნალობა
  • ცხვირის ნებისმიერი სირთულის თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების ქირურგიული მკურნალობა
  • ყურის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციების ქირურგიული მკურნალობა
  • მკერდის რეკონსტრუქცია (მოკვეთილი ან დაზიანებული მკერდის აღდგენა)
  • ზედა და ქვედა კიდურების რეკონსტრუქცია (მათ შორის თანდაყოლილი დეფორომაციებისა და შეძენილი დაზიანებების ან ტრავმების ფონზე)
  • სახისა და ყბების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების მკურნალობა სტრუქტურული და ფუნქციური აღდგენით
  • ნაწიბუროვანი დეფორმაციების პლასტიკა
  • დამწვრობით გამოწვეული კანისა და რბილქსოვილოვანი დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა
  • ტროფიკული წყლულებისა და ნაწოლების ქირურგიული მკურნალობა
  • ჰიპოსპადიის გართულებული მდგომარეობების ქირურგიული მკურნალობა

გარე სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ანომალიებისა და შეძენილი დეფორმაციების ქირურგიული მკურნალობა

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში