
ლაზერული ეპილაცია
უახლესი თაობის DEKA ალექსანდრიტის კონტაქტური ლაზერი არასასურველ თმასთან ბრძოლის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. მისი უნიკალური Moveo ტექნოლოგია ეფექტურად მოქმედებს ყველა ტიპისა და ფერის თმაზე. აპარატი აქვს FDA დადასტურება, შესწავლილია მრავალი კლინიკური კვლევებით და ის 100% - ით უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
Motus AX – ის კონცეფცია 4 ფუნდამენტურ იდეას ეფუძნება: ეფექტურობა, სისწრაფე, უსაფრთხოება და სიმარტივე. აპარატის ერთ - ერთ უნიკალურობას განაპირობებს საფირის თავაკი, რომელიც - 15% - მდე მოყინვის მეთოდით პროცედურას ხდის უმტკივნეულოს და კომფორტულს. აპარატის ძლიერი და სწრაფი ტალღის სიგრძე უსაფრთხოდ აღწევს კანის სიღრმეში და ეფექტურად მოქმედებს ნებისმიერი პიგმენტისა და სტრუქტურის თმაზე. პროცედურა ტარდება აპარატისთვის განკუთვნილი სპეციალური სურნელოვანი ზეთით, რომელიც ჟელეს მსგავსად არ რჩება კანზე და უზრუნველყოფს მის ღრმა დატენიანებას.
ძირითადი უპირატესობები:
- - გამოიყენება ყველა კანისა და თმის ფერისთვის
- - უმტკივნეულო და სწრაფია
- - ეფექტურად მუშაობს გარუჯულ კანზე
- - სხვა აპარატებისგან განსხვავებით პროცედურებს შორის საჭიროებს ხანგრძლივ ინტერვალს
პროცედურიდან 3-4 დღეში თმის ღერები იწყებს ამოსვლას, 2 კვირის განმავლობაში კი ხდება მათი დაცვენა. შედეგი და პროცედურების რაოდენობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ რეკომენდირებულია 8-10 პროცედურის გაკეთება 1 თვიანი ინტერვალებით. ძირითადი კურსის შემდეგ, შედეგის შესანარჩუნებლად საჭიროა წელიწადში პროცედურის 1-2-ჯერ განმეორება